
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი 17-18 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონს ეწვევა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციამ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.







