პოლიტიკა

სომხეთი ევროპის სამშვიდობო ფონდიდან ახალ მხარდაჭერას მიიღებს: უნგრეთმა ვეტო მოხსნა

უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებაზე ვეტო მოხსნა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ ევროპულმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა თავის მიკრობლოგ X-ში აღნიშნა და დასძინა, რომ უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდიდან დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას უნგრეთი თითქმის სამი წლის განმავლობაში ბლოკავდა.

„ამ კვირაში უნგრეთმა საბოლოოდ მოხსნა ვეტო მარტში შემოთავაზებულ 20 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტზე (ევროპის სამშვიდობო ფონდი), რომელიც სომხეთისთვის იყო განკუთვნილი“, – აღნიშნა მან. იოზვიაკმა დააზუსტა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ 2026 წლის იანვარში იქნება მიღებული. აღსანიშნავია, რომ გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პოლიტიკური შეთანხმებაა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button