
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა მოხსნა ვეტო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებაზე.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თანხა ხელს შეუწყობს სამშვიდობო დღის წესრიგის პოპულარიზაციას და მის განხორციელებას.
„დიახ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ უნგრელი პარტნიორები, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე და არსებობს კონსენსუსი. დე იურე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ის საჯარო გახდება. ამ დროისთვის შინაარსობრივად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ხელს შეუწყობს და დაიხარჯება მშვიდობის ლოგიკაში“, – ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.







