აშშ-ის დაზვერვა: პუტინი უკრაინის დაპყრობის შემდეგ არ შეჩერდება

აშშ-ის დაზვერვასთან ნაცნობი ექვსი წყაროს ცნობით, მათი ანგარიშები კვლავ აფრთხილებენ, რომ პუტინი აპირებს მთელი უკრაინის დაპყრობას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას, რომლებიც სსრკ-ს ეკუთვნოდა.
როიტერი, ზემოხსენებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ანგარიშები მკვეთრად განსხვავდება ტრამპისა და მისი უკრაინის სამშვიდობო მომლაპარაკებლების მიერ დახატული სურათისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის უახლესი ანგარიში სექტემბრის ბოლოთია დათარიღებული. დაზვერვა ასევე ეწინააღმდეგება პუტინის მტკიცებას, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
წყაროების თქმით, ამერიკული დასკვნები დიდწილად ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და დაზვერვის სააგენტოების შეხედულებას, რომ პუტინს სურს მთელი უკრაინის და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების, მათ შორის ნატოს წევრების ტერიტორიების დაკავება. „დაზვერვა ყოველთვის აჩვენებდა, რომ პუტინს მეტი სურს“, – განუცხადა Reuters-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა წევრმა მაიკ კვიგლიმ. „ევროპელები ამაში დარწმუნებულები არიან. პოლონელები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ისინი პირველები არიან“.







