მთავარიპოლიტიკა

ნატო იმედოვნებს, რომ მომავალ წელს სომხეთთან პარტნიორობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმდება

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ, თავის მიკრობლოგ X-ში სომხეთთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„Armenpress“-ის ცნობით, შეკერინსკამ დაწერა, რომ სიამოვნებით განიხილა სომხეთის თავდაცვის სექტორის რეფორმები სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, სურენ პაპიკიანთან ერთად და დიდი მადლობა გადაუხადა სომხეთს ნატოს კოსოვოში მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს პარტნიორობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმდებით“, – დაწერა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ნახეთ მეტი
Back to top button