საზოგადოება
პირველად სომხეთში ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

პირველად სომხეთში ოპერაცია რობოტმა ჩაატარა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა არმენ მურადიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა. მისი თქმით, რობოტული ქირურგია პირველად „სლავმედის“ სამედიცინო ცენტრში გამოიყენეს, სადაც ჩატარდა უროლოგიური რობოტული ოპერაცია – თირკმლის რეზექცია.
„მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ პირველი რობოტული ოპერაცია უროლოგიური იყო. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა“, – წერს მურადიანი.
ქირურგიული ჩარევა უროლოგმა მჰერ მხითარიანმა ჩაატარა.







