
სომხეთის ელჩი აშშ-ში ნარეკ მკრტჩიანი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
ახლადდანიშნული ელჩებისთვის გამართული ღონისძიების ფარგლებში შეხვედრის დროს, ელჩმა ნარეკ მკრტჩიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის, ასევე 8 აგვისტოს თეთრ სახლში მიღწეული ისტორიული შეთანხმებისა და ხელმოწერილი დოკუმენტებისთვის.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა სომეხ ხალხს, ხაზი გაუსვა, რომ ისინი იმსახურებენ ხანგრძლივ მშვიდობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა მშვიდობაზე ორიენტირებული პროცესების მიმართ.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და მის მნიშვნელოვან როლს დამყარებულ სამშვიდობო პროცესში.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ელჩის მეშვეობით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ელჩის მეშვეობით პერსონალური სამადლოებლო საჩუქარი გადასცა.







