პოლიტიკა
შეიძლება ომს საშინელი შედეგები მოჰყოლოდა, მაგრამ აშშ-მ შესძლო საკითხის მოგვარება- რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წლის შედეგები შეაჯამა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და ვაშინგტონში ხელმოწერილ სამშვიდობო დეკლარაციას.
გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-მ შეძლო არაერთი საერთაშორისო კონფლიქტის თავიდან აცილება და მოგვარება, ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის დიპლომატიურ ჩარევას.
„აზერბაიჯანი და სომხეთი – ომი, რომელიც შეიძლებოდა დაწყებულიყო და საშინელ კატასტროფად გადაქცეულიყო, თავიდან იქნა აცილებული“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილ სამშვიდობო დეკლარაციაზე მითითებით.







