
ქრისტეშობა ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.
377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა სრულიად სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოიყო და გადაიტანეს დეკემბრის 25-ში. იმ დროინდელი სწავლულების გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვთა გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.
1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია (სსე) – ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს ნათლისღებასთან ერთად, საერთო სახელით – ღვთის გამოცხადება. მხოლოდ სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა უძველესი ჩვეულება – ქრისტეს შობისა და ნათლიღების აღნიშვნა ერთ და იმავე დღეს. სხვა ეკლესიები შობას 25 დეკემბერს ან 7 იანვარს, ნათლისღებას კი 6 ან 19 იანვარს აღნიშნავს.
დღეს, სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II, საზეიმო საშობაო ლიტურგიას ასრულებს წმიდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში. წირვას ესწრებიან ქვეყნის ლიდერები, მთავრობის წევრები, დეპუტატები, ერევანში აკრედიტირებული ელჩები, პოლიტიკოსები და მორწმუნენი.
ძველი აღთქმის თანახმად, არავის ჰქონდა ქადაგების უფლება 30 წლის ასაკამდე. ეკლესიამ შობა და ნათლისღება იმავე დღეს აღნიშნა, რადგან ქრისტემ ქადაგება 30 წლის ასაკში, ნათლობის შემდეგ დაიწყო.
მარხვა და საშობაო ლიტურგია
შობის წინა კვირა – 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე – მარხვის კვირაა. ამ დღეებში გამოიყენება მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. ძველი კალენდრის მიხედვით, სომხებმა ახალი წელი აღნიშნეს ნავასარდის თვის პირველ დღეს, ანუ 11 აგვისტოს, როდესაც მარხვა არ იყო. ახალი ქრონოლოგიის მიღებით ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 31 დეკემბერს – დღეს, რომელიც ემთხვევა შობის წინა დღესასწაულს. მარხვა მთავრდება 5 იანვარს, შობის ღამეს, საღამოს, როდესაც ეკლესიებში საშობაო ლიტურგიას აღავლენენ. ხალხი ერთმანეთს ესალმება სიტყვებით:
„ქრისტე დაიბადა და გამოგვეცხადა! კურთხეულია გამოცხადება ქრისტესი! “
შობის და ნათლისღების დღესასწაული არის სამყაროში მოვლენის დღე, ანუ იესო ქრისტეს გამოცხადება. იგი იწყება 5 იანვრის საღამოს, რადგან საღამოს მსახურების შემდეგ ეკლესიის დღე იცვლება.
პირველ რიგში, იმართება ჭრაგალუისის წმიდა ლიტურგია, რომელსაც წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ – შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე. “ჭრაგალუისი” ნიშნავს “ლამპრების ანთებას”, რომელიც ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა, რომელმაც მოგვებს უჩვენა გზა ახალდაბადებული იესოსაკენ. აგრეთვე ლიტურგიის დროს ანთებენ სანთლებს, რომლებიც განასახიერებენ ღვთიურ სინათლეს, ეკლესიის კურთხევას. ამიტომ საეკლესიო სანთლები ანთებულ მდგომარეობაში მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ. ანუ ღვთის შუქი სახლში მიაქვთ და იმავე ლამპის შუქით ანთებენ სახლში სანთელს.
წყლის კურთხევა
6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, აღესრულება წყლის კურთხევა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ქრისტეს ნათლობას მდინარე იორდანეში. წყალს აკურთხებს ბიბლია, ჯვარი და სფერო, რის შემდეგაც იგი დაურიგდება დამსწრეებს. წყალი ავადმყოფთა სამკურნალო საშუალებად ითვლება, რამდენადაც ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებს ფლობს. მრევლს წყალი სახლში მიაქვთ თასებითა და დოქებით, ასხურებენ ზეთსა და ყველის ჭურჭელში, რაც საკვების სიმრავლეს მოასწავებს. იმ წყალს მომავალ წლის დღესასწაულამდე ინახავდნენ და საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ ავადნყოფთა განსაკურნად თუ სხვა დანიშნულებისამებრ.
წყლის კურთხევის სადღესასწაულო ხალხური რიტუალი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სომხებისთვის უხსოვარი დროიდან ცნობილ წყლის თაყვანისცემის იდეასთან, რომლის გამოვლინებები ყოველდღიურ და სადღესასწაულო ცხოვრებაში მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა მის მიზანს წარმოანგენდა ადამიანისათვის გადაეცათ წყლის ძალა, განეწმინდათ უარყოფითი ენერგიისაგან, შტაებერათ სიცოცხლისუნარიანობა.
შობის მომდევნო დღეს, სომხურ ეკლესიაში მიცვალებულთა ხსენების წირვა აღევლინება, პანაშვიდის რიტუალი ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებლად.
7 იანვარს, ისევე როგორც ძირითადი დღესასწაულების შემდეგ დაუყოვნებლივ ყველა შემდეგ დღეს, ტარდება გარდაცვლილთა ხსოვნის დღე – „მერელოც“. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ყველა ეკლესია ლოცულობს სულთა სიმშვიდისათვის, რის შემდეგაც ხალხი საფლავებს სტუმრობს.
საშობაო ცერემონიალი გრძელდება 13 იანვრამდე, უფლის ხსენების დღემდე.
აღნიშვნა
სომხები შობას ყოველთვის სახლში აღნიშნავენ. საახალწლო დღესასწაულებზე სადაც არ უნდა მოვხვდეთ, 5 იანვრის საღამოს შეხვედრის ადგილი ერთი და იგივეა. ვფიქრობ, სადღესასწაულო აურზაურის შემდეგ საშობაო სანთლით სახლს სიმშვიდე და სიწყნარე უბრუნდება. ამ დღეს ოჯახის დიასახლისი რამდენიმე კერძს ამზადებს – ტკბილ ფლავს ბრინჯით, გარგრის ჩირითა და ქიშმიშით, მწვანილებით შეზავებულ თევზს, დესერტად კი ქადებს. საშობაო სუფრაზე წითელი ღვინო აუცილებელია. საშობაო ღამე ყოველ წელს ერთნაირია – თბილი ოჯახური გარემო სანთლის გარშემო.
სომეხი ხალხის ცხოვრებაში ქრისტეს შობა აღნიშვნა უპირველეს ყოვლისა ეკლესიის რიტუალის გარშემო ტრიალებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველივე ეს შერწყმული იყო ზოგიერთი ხალხურ ჩვეულებასთან, რაც ნაწილობრივ ნაციონალურ ხასიათს აძლევდა დღესასწაულს. ამგვარად, 5 იანვრის საღამოს, ზეიმი ორიენტირებული იყო სადილის გარშემო, რომლის დროსაც ეკლესიიდან მოტანილ სანთელს ანთებენ ოჯახის თითოეული წევრის კერძის წინ. იმ საღამოს სუფრის მთავარ დეკორაციას წარმოადგენდა სხვადასხვა სახის თევზისგან დამზადებული საჭმელები, მოხარშული, შემწვარი, თევზის ღვეზელი, შემწვარი თევზი და ა.შ. თევზის კერძებს თან ახლდა სხვადასხვა სახეობის ფლავი, ბრინჯით, სემოლინით, ერიშტით. შეზავებული თაფლით ან თუთის ბაქმაზით, ჩირეულთ.
ვახშმის დროს სახლში ქრისტეს შობის მაუწყებელი ბიჭების 3-5 კაციანი ჯგუფები შედიან რომელსაც მასპინძელი ზეთით, კვერცხით, თხილით და ან სხვა პროდუქტებით უმასპინძლდება. სტუმრები დღესასწაულისათვის დამახასიათებელ სიმღერებს მღერიან, რომელიც ასე მრავაფეროვანნი არიან სომხურ კულტურაში. ასეთი სიმღერები ადგილობრივ დიალექტზე სრულდება. სიმღერებით ადიდებენ მაცხოვრის სათნოებებს, სასწაულებს, შემდეგ საუკეთესოს უსურვებენ ოჯახსა და მის წევრებს.
შობა დღეს თითოეული სომეხი გულში მხოლოდ ერთ რამეზე ლოცულობს – მშვიდობასა და კეთილდღეობაზე – ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ოჯახებში.







