
აიათოლა ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს, იტყობინება The Times დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით. ანგარიში ვარაუდობს, რომ თუ მისი ძალები ვერ შეძლებენ განსხვავებული აზრის ჩახშობას, აიათოლა ალი ხამენეი შეიძლება შეუერთდეს სირიის გადაყენებულ ლიდერ ბაშარ ალ-ასადს რუსეთის დედაქალაქში. გაზეთი იტყობინება, რომ 86 წლის ხამენეი გეგმავს თეირანის დატოვებას, მისი 20 თანაშემწის და ოჯახის წევრის თანხლებით, თუ დაინახავს, რომ არმია და უსაფრთხოების ძალები დეზერტირობენ და მომიტინგეების მხარეს გადადიან. „გეგმა B“ განკუთვნილია ხამენეისა და მისი ახლო წრის, მათ შორის მისი ვაჟისა და მემკვიდრე მოჯთაბასთვის“, – განუცხადა გაზეთს დაზვერვის წყარომ. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები დეკემბრის ბოლოს ირანული რიალის დევალვაციის ფონზე დაიწყო. პროტესტის მთავარი მიზეზი ვალუტის კურსის მკვეთრი რყევები და ფასებზე მისი გავლენაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ცეცხლს გახსნის და სასტიკად მოკლავს მშვიდობიან მომიტინგეებს, შეერთებული შტატები მათ დახმარებას გაუწევს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ტრამპის განცხადება ირანელი მომიტინგეების დახმარების შესახებ სახიფათოდ მიიჩნია.







