მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა სომხეთს 4 ტყვე დაუბრუნა

აზერბაიჯანმა სომხეთს 4 ტყვე დაუბრუნა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე განაცხადა.

„გევორგ სუჯიანი, დავით დავთიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი და ვაგიფ ხაჩატრიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ჰაკარის ხიდის გავლით ცოტა ხნის წინ გადასცეს და ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმაც.

„2026 წლის 14 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთის რესპუბლიკას გადასცა დავით დავთიანი, გევორგ სუჯიანი, ვიგენ ეულჯეკჯიანი, ვაგიფ ხაჩატრიანი.

ეს პროცესი სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის წარიმართა, როგორც მშვიდობის პრაქტიკული შედეგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გევორგ სუჯიანს, დავით დავთიანს, ვაგიფ ხაჩატრიანს აზერბაიჯანში ცრუ ბრალდებების საფუძველზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ვიგენ ეულჯეკჯიანს აზერბაიჯანის სასამართლომ ცრუ ბრალდებების საფუძველზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მანამდე აზერბაიჯანმა დაახლოებით 23 სომეხი ტყვეს  ყოფნა დაადასტურა.

ნახეთ მეტი
Back to top button