საზოგადოება
კონორ მაკგრეგორი აღფრთოვანებულია სომხეთში იესო ქრისტეს ქანდაკების პროექტით და მსგავსი გეგმა გამოაცხადა ირლანდიისთვისაც

UFC-ის ყოფილმა ორ წონით ერთეულში ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა Instagram-ზე ამბიციური გეგმა გააზიარა: ის აპირებს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვას ირლანდიაში. თავის პოსტში სპორტსმენმა აღფრთოვანება გამოთქვა სომხეთში მიმდინარე მსგავსი პროექტის მიმართ.
„მე მაქვს ოცნება – ავაშენო იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკება ირლანდიაში! ჩვენი ერის რწმენის მონუმენტური ძეგლი. ამჟამად სომხეთი აშენებს მსოფლიოში ყველაზე დიდ ქანდაკებას და ის ბრწყინვალედ გამოიყურება! ბრავო, სომხეთო! წინ, ირლანდია!“ – დაწერა მაკგრეგორმა Instagram-ზე.
ქანდაკება სომხეთში ჰატისის მთაზე შენდება. მისი სიმაღლე 33 მეტრი იქნება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალს ქანდაკებად ხდის.







