პოლიტიკა

ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთ-საქართველოს ენერგეტიკულ ურთიერთდაკავშირებას და სიუნიქის ენერგეტიკულ და სოციალურ პროექტებს  –  მარაგოსი

ევროკავშირის პროგრამები სომხეთში ასევე მოიცავს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ძირითად ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა დისკუსიის დროს „სომხეთი და მშვიდობა რისკებისა და შესაძლებლობების გზაჯვარედინზე“.

ელჩის თქმით, ევროკავშირის ქმედებები მიმდინარეობს სომხეთ-საქართველოს ენერგეტიკული ურთიერთდაკავშირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხება სომხეთში ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას.

„სიუნიქიში განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მზის ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის არაერთი მშენებლობისთვის, ასევე გავწიეთ მხარდაჭერა კერძო სექტორის ინვესტიციებისთვის სევანის ტბის მასრიკის თემში“, – თქვა მან.

მარაგოსის თქმით, ამ პროექტების შედეგად, სომხეთს ექნება სრული ელექტროქსელური კავშირი მეზობელ ქვეყნებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალს. ელჩმა აღნიშნა, რომ სიუნიქის რეგიონი ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ევროკავშირმა სიუნიუქისთვის სხვადასხვა პროგრამის განხორციელების ფარგლებში უკვე გამოყო 200 მილიონ ევროზე მეტი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამ კონტექსტში, მარაგოსმა ახსენა კაპანში გახსნილი „ტუმოს“ ცენტრი,  COAF-ის ორი ცენტრის გახსნაზე ხელმოწერილი შეთანხმებები, ასევე გორისში მოქმედი სოციალური ტაქსის სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე „არავინ უნდა დარჩეს უყურადღებოდ“. ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან, როგორც ენერგეტიკის, ასევე სოციალურ სექტორებში პროგრამების ეფექტური განხორციელებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button