პოლიტიკა

დღეს აშშ-ის გავლენა კავკასიაში გაცილებით სუსტია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო. ჯონ ბოლტონი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი რესპუბლიკების გაჩენა რეალური შესაძლებლობა იყო ექსპანსიონისტური რუსეთის შეზღუდვისთვის, თუ ის დემოკრატიის ჩარჩოებს გასცდებოდა, რაც მოსკოვმა გააკეთა. მაგრამ ის, რაც ჩვენ დავუშვით საქართველოში, ახლა კი სომხეთსა და აზერბაიჯანში, არის რუსული გავლენა, შესაძლოა არა ისეთი დიდი, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო, მაგრამ ის საკმაოდ ახლოსაა. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის როლის საკითხზე საუბრისას Independence Media Avenue-სთან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. „სამწუხაროდ, პუტინმა ამ საკითხში საკმაოდ კარგად ითამაშა. მან ჯერ არ სცადა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩართვა, მაგრამ იმუშავა კავკასიაში, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში, მან გამოიყენა უხეში ძალა უკრაინის შემთხვევაში. „მან ფაქტობრივად უკვე აიღო ბელარუსი, ის ასევე მუშაობს მოლდოვასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთის გავლით“, – თქვა მან. ბოლტონის თქმით, პუტინი ქმნის პირობებს, რომლის მიხედვითაც რუსეთის იმპერია კვლავ უნდა არსებობდეს. „ჩვენ შეცდომები დავუშვით ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ რუკაზე. დღეს კი ჩვენი გავლენა კავკასიაში უფრო სუსტია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო“, – დაასკვნა ჯონ ბოლტონმა.

ნახეთ მეტი
Back to top button