ეკონომიკა
ერთ-ერთმა სომხურმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მოცულობის ევრობონდები გამოუშვა – 600 მილიონი დოლარი – ფაშინიანი

ერთ-ერთმა სომხურმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მოცულობის ევრობონდები გამოუშვა. ფაშინიანმა ბანკი არ დაასახელა.
„გასულ კვირას, 14 იანვარს, სომხეთის ფინანსური სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა. ერთ-ერთმა სომხურმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მოცულობის ევრობონდები გამოუშვა – 600 მილიონი დოლარი, 5 წლიანი ვადით, 6.6%-ით. გამოშვებულ ევრობონდებზე მოთხოვნა 2 მილიარდ დოლარს აღემატებოდა“, – წერს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.







