პოლიტიკა

სომხეთის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესების მიმართ ყველგან დადებითი განწყობაა  –  ალენ სიმონიანი

გუშინ გამართულ ბრიფინგზე ეროვნული კრების თავმჯდომარე  ალენ სიმონიანი  შეეხო ბოლო წლებში სომხეთის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საერთაშორისო რეაქციებს და ხაზი გაუსვა, რომ მათ მიმართ ძირითადად დადებითი დამოკიდებულებაა.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ეროვნული კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დადებითი მიდგომა შეინიშნება როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, ასევე მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, საქართველოში, ირანსა და აზერბაიჯანში.

„თქვენ შენიშნეთ, რომ სომხეთში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესების მიმართ ყველგან დადებითი დამოკიდებულებაა – ევროპაში, აშშ-ში, ჩვენს ყველა მეზობელში – თურქეთში, საქართველოში, ირანში, აზერბაიჯანში, გარდა ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციური წრის და ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტისა“, – განაცხადა ეროვნული კრების თავმჯდომარემ.

ალენ სიმონიანის თქმით, რუსეთის ხელისუფლებაც კი დადებითად საუბრობს, რადგან ისინი პოლიტიკურად უფრო ინფორმირებულები არიან, უკეთ ესმით სიტუაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button