მთავარისაზოგადოება

უცხოელებს უძრავი ქონების შეძენა სომხეთში ჩასვლის გარეშე შეეძლებათ.

მიმდინარეობს ინიციატივა უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურების მიზნით. ამის შესახებ განცხადება სომხეთის კადასტრის კომიტეტის თავმჯდომარემ, სურენ თოვმასიანმა გააკეთა.

მან დასძინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა გამარტივებულია და ახლა აღარ არის საჭირო მესამე მხარის სახელით მინდობილობის შედგენა ან სომხეთში პირადად ჩამოსვლა.

თოვმასიანმა განმარტა, რომ თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და ბანკი გამოთქვამს იპოთეკური სესხის დაფინანსების სურვილს, მხარეებს შეეძლებათ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ელექტრონულ პლატფორმაზე ხელმოწერა და რეგისტრაციისთვის წარდგენა.

ეს ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებს, რომლებსაც აქვთ სომხეთში უძრავი ქონების შეძენის უფლება, შეეძლებათ დისტანციურად მოაწერონ ხელი ხელშეკრულებას და ელექტრონულად მიიღონ საკუთრების მოწმობა.

ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს ჯერ-ჯერობით საპილოტე პროგრამაა.

ნახეთ მეტი
Back to top button