საერთაშორისო

ალიევის ვაჟმა  SOCAR-ში თანამდებობა დაიკავა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავოსში შეხვდა Vestas Wind Systems-ის მარკეტინგის, კომუნიკაციების, მდგრადი განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროს ვიცე-პრეზიდენტს მორტენ დირჰოლმს.

აზერბაიჯანული Meydan TV იუწყება, რომ შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაჟი ჰეიდარ ალიევი ესწრებოდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჰეიდარ ალიევი SOCAR-ის წარმომადგენლად ჩანს.

კომპანია ალიევ უმცროსის პოზიციას არ აკონკრეტებს. ეს განხილვის საგანი გახდა. არაერთი ანალიტიკოსი ილჰამ ალიევის შესაძლო მემკვიდრეზე სპეკულირებს და აღნიშნავს ჰეიდარ ალიევ უმცროსის ოფიციალურ ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ბოლო დროს გაზრდილი ყოფნის ფაქტს.

თავად ილჰამ ალიევი 1994 წლიდან 2003 წლამდე SOCAR-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ოფიციალურმა ორგანოებმა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გააკეთეს.

ჰეიდარ ალიევმა დავოსში მამასთან, ილჰამ ალიევთან ერთად კიდევ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ ეკავა თანამდებობა მთავრობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button