პოლიტიკა

სომხეთი თავს დაიცავს უცხოური გავლენის აგენტებისგან  – ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკა თავს დაიცავს უცხოური გავლენის აგენტებისგან:  ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნაციონალური მოძრაობისა და მთავრობის კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკა თავს დაიცავს უცხოური კგბ-ს აგენტებისა და უცხოური გავლენის აგენტებისგან, მიუხედავად იმისა, იმალებიან თუ არა ისინი პოლიტიკოსის ჰალსტუხის ქვეშ თუ სასულიერო პირის ანაფორაში.

სომხეთის რესპუბლიკა თავს დაიცავს, სომხეთის რესპუბლიკის ხალხი დაიცავს თავის სახელმწიფოს, სომხეთის სახელმწიფო დაიცავს თავის ხალხს“, – თქვა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ სახელმწიფო თავის როლს შეასრულებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ხალხი უჩიოდა  მთავრობის „ხავერდოვანებას“, ხოლო 2021 წელს მან „ფოლადის მანდატი“ მისცა.

„ ჩვენ ამ ფოლადის მანდატს ყველაზე რბილი გზით ვიყენებთ. ეს მანდატი ხალხისგან მივიღეთ. „ხალხი ასევე უკმაყოფილოა იმით, რომ ჩვენ ამ მანდატს საკმარისი სიზუსტით არ ვიყენებთ“, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button