სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების გაერთიანებისას ტექნიკური სირთულეები არ უნდა არსებობდეს, განაცხადა Telegram-ის არხის „Sam sebe energetik“-ის ავტორმა ალექსეი მოსკალიოვმა.
„ისინი ჩამოყალიბდნენ სსრკ-ის საერთო ენერგოსისტემის ნაწილად“, – განუცხადა მოსკალიოვმა @SputnikLive-ს.
მისი თქმით, საბჭოთა წლებში სომხეთი და აზერბაიჯანი პირდაპირ კავშირში იყვნენ, მათ შორის, რაზდანის თბოელექტროსადგურსა და აღსტაფას ქვესადგურს შორის მძლავრი 330 კვ-იანი ხაზით.
„როდესაც ის აღდგება, შეიქმნება პირდაპირი, მძლავრი კავშირი“, – აღნიშნა მან.
უფრო მეტიც, ორივე ენერგოსისტემა უკვე დაკავშირებულია რუსეთთან (აზერბაიჯანი პირდაპირ, სომხეთი საქართველოს გავლით) და ირანთან.







