ეკონომიკა
სომხეთის ექსპორტი ევროკავშირში 9.2%-ით გაიზარდა

სომხეთიდან ევროკავშირში ექსპორტი 2025 წელს 9.2%-ით გაიზარდა.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა.
„2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, სომხეთიდან ევროკავშირში ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და 667.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (2024 წელს ეს 610.7 მილიონი აშშ დოლარი იყო)“, – წერს მინისტრი.







