მთავარიპოლიტიკა

რესპუბლიკური პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არამ სარგსიანი იქნება

სომხეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე, სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1999-2000) არამ სარგსიანი იქნება.

ამის შესახებ სარგსიანმა პარტიის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„ჩვენს პარტიას დიდი ხანია აქვს გადაწყვეტილი ამასთან დაკავშირებით და ეს თემა ოფიციალურად განსახილველად დადგება. მე აუცილებლად ვიქნები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ვფიქრობ, რომ ეს ბუნებრივია. ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვოცნებობ“, – აღნიშნა სარგსიანმა.

არამ სარგსიანმა დასძინა, რომ მას სურს ქვეყნის პარლამენტში იხილოს ძალა, რომელიც სრულად აღიარებს დასავლურ ღირებულებებს.

„რათა არ იყვნენ მხოლოდ პრორუსები და ბალანსის მომხრეები. მე მჯერა, რომ ამ კონტექსტში ჩვენი მონაწილეობა სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვისაც და ასევე სასარგებლო იქნება ახლად ჩამოყალიბებული მთავრობისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით“, – აღნიშნა სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button