
სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი გაზისა და ბიტუმის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რკინიგზით ტრანსპორტირების შესახებ.
ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„ჩვენს ბიზნესმენებს ახლა ამ შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.







