პოლიტიკა

ჩვენ მიდრეკილნი ვართ მომავალ არჩევნებში იმავე ფორმატით მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული  – რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა, ოპოზიციური ბლოკ „ჰაიასტანის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ განიხილავენ ფორმატს, რომლითაც მიიღებენ მონაწილეობას სომხეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ქოჩარიანმა ეს 29 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოჩარიანმა დასძინა, რომ ისინი მიდრეკილნი არიან არჩევნებში იმავე ფორმატით მივიღოთ მონაწილეობა, რომლითაც 2021 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული.

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას თებერვალში მიიღებენ. კითხვაზე, თუ ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ქოჩარიანმა უპასუხა, რომ თებერვლის დასაწყისში ჩაატარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და მათი შედეგების საფუძველზე გადაწყვეტენ, ვინ იქნება კანდიდატი.

„თუ გამოკითხვები აჩვენებს, რომ მე ვარ ლიდერი, მაშინ მე ვიქნები კანდიდატი. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენს ალიანსში არის ვინმე, ვისაც მეტი ხმის მოტანა შეუძლია, ის იქნება კანდიდატი. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მე არ ვიქნები კანდიდატი, ძალიან დიდი ტვირთისგან გავთავისუფლდები“, – განაცხადა სომხეთის მეორე პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მედიაში გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ამჟამად ის პრემიერ-მინისტრობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია.

ქოჩარიანმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ამჯერად ოპოზიციური ველის ფართო ალიანსისთვის უკეთესი შანსებია.

„ახლა არჩევნებში უკეთესი პოზიციიდან მივდივართ, ვიდრე 2021 წელს. თუ შევადარებთ იმდროინდელ რეიტინგულ მონაცემებს, ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით“, – თქვა რობერტ ქოჩარიანმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის ივნისში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button