არმენ გრიგორიანმა ოლოფ სკუგს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებული პროგრამები წარუდგინა

2 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის ოლოფ სკუგის ხელმძღვანელობით
სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისის პრესრელიზიდან ვგებულობთ, თანამოსაუბრეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარება და გაფართოება, ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი დღის წესრიგის რიგი საკით
ხები, განსაკუთრებით კი ევროპის სამშვიდობო ფონდის მიერ სომხეთისთვის დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფა.
შეხვედრის დროს, უშიშროების საბჭოს მდივანმა წარადგინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის პირობებში რეგიონული კავშირისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებული პროგრამები.







