საერთაშორისო

ბაქოდან სკანდინავიამდე: როგორ „იპყრობენ“ აზერბაიჯანელები ძველ სამყაროს

„აზერბაიჯანელები ვიკინგების, ეტრუსკების, ტროელების და სხვათა წინაპრები არიან…“: ეს არის „დასკვნა“, რომელსაც აზერბაიჯანელი მეცნიერები აკეთებენ. შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ  ეს უკანასკნელნი, სავარაუდოდ, ძველ სამყაროს   აზერბაიჯანულად გამოაცხადებენ.

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ ნათქვამი სატირის ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სულაც არ არის ასე. პრობლემა ის არის, რომ „სინამდვილეში“ აზერბაიჯანული ისტორიოგრაფია „ახალ სიმაღლეებს იპყრობს“. გამოდის, რომ სკანდინავიელების, ნორვეგიელების, ვიკინგების, ეტრუსკების, ტროელების და, ზოგადად, ძველი სამყაროს თითქმის ყველა ხალხის წინაპრები აზერბაიჯანელები იყვნენ.

ამრიგად,თავის „სამეცნიერო“ სტატიაში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნასიმის სახელობის ენათმეცნიერული ინსტიტუტის მკვლევარი  ს.მამედოვა ადარებს ეტრუსკულ პირად სახელებსა და ენობრივი მორფოლოგიის ელემენტებს უძველეს თურქულ ფორმებს და, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციას უკეთებს მათ თურქული (ანუ აზერბაიჯანული) წარმოშობის სასარგებლოდ. სამეცნიერო საზოგადოებისთვის ონომასტიკასა და ისტორიას შორის ასეთი შედარება შეიძლება უაზროდ და სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ასეთი ანტიმეცნიერული თეზისები უკვე გამოქვეყნებულია სამეცნიერო მასალის სახით (იხ.:Мамедова С. И., «О происхождении этрусков», Вестник КазНУ. Серия филологическая. № 2 (160). 2016, էջ 166–170).

გავიხსენოთ, რომ ეტრუსკები იმ ხალხთა შორის  იყვნენ,  რომლებმაც ძვ.წ. I ათასწლეულში შექმნეს უძველესი ცივილიზაცია, რომლებიც აპენინის ნახევარკუნძულზე რომამდე არსებობდნენ და, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ თურქებთან და განსაკუთრებით აზერბაიჯანელებთან.

თუმცა, აზერბაიჯანელი „მეცნიერები“ ამით არ შემოიფარგლებიან. თორ ჰეიერდალის მიერ წამოყენებული ცრუ სამეცნიერო თეზისის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ვიკინგების წინაპრები და თვით ოდინიც კი „აზერის“ ქვეყნიდან იყვნენ (კიდევ კარგი,  რომ ისინი ბაქოდან  არ წასულან), მათ აზერბაიჯანი ვიკინგების სამშობლოდ გამოაცხადეს.

როგორც აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა გალიბ მამედოვმა ინტერვიუში აღიარა, აზერბაიჯანელები მიზანმიმართულად ეძებდნენ მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს გაყალბებული და შეთხზული ისტორიის პოპულარიზაციისთვის: „ჩვენ მივხვდით, რომ აუცილებელი იყო ისეთი ცნობილი ადამიანის ჩართვა, რომლის აზრსაც მთელი მსოფლიო მიიღებდა. ასე გაჩნდა იდეა თორ ჰეიერდალის აზერბაიჯანში მოწვევის შესახებ“.

თორ ჰეიერდალი არაერთხელ სტუმრობდა აზერბაიჯანს და ეწეოდა „ისტორიულ კვლევას“, თუმცა ის საკმაოდ შორს იყო როგორც ისტორიოგრაფიისგან, ასევე რეგიონის ისტორიის აღქმისგან. შედეგად, მის მიერ წამოყენებული თეზისი სრულად აკმაყოფილებდა ჰეიდარ ალიევის გემოვნებას, რომელმაც პირადად მიიღო თორ ჰეიერდალი ამ უკანასკნელის ვიზიტების დროს. ჰეიერდალი, მე-13 საუკუნის ისლანდიელი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის სნორი სტურლუსონის საგაზე მითითებით, „პოულობს“ მსგავსებას ამ უკანასკნელსა და გობუსტანის პეტროგლიფებს შორის, რის შედეგადაც წამოაყენა თეორია ვიკინგების „აზერის“ ქვეყნიდან, ანუ აზერბაიჯანიდან წარმოშობის შესახებ.

გავიხსენოთ, რომ ეტრუსკები იყვნენ ისინი,  ვინც ძვ.წ. I ათასწლეულში შექმნა უძველესი ცივილიზაცია, რომლებიც აპენინის ნახევარკუნძულზე რომის შექმნამდე  არსებობდნენ და, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ თურქებთან და განსაკუთრებით აზერბაიჯანელებთან.

თუმცა, აზერბაიჯანელი „მეცნიერები“ ამით არ შემოიფარგლებიან. თორ ჰეიერდალის მიერ წამოყენებულ სამეცნიერო ფსევდოთეზაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ვიკინგების წინაპრები და თვით ოდინიც კი „აზერის“ ქვეყნიდან იყვნენ (კიდევ კარგი, რომ  ბაქოდან არ იყვნენ), მათ აზერბაიჯანი ვიკინგების სამშობლოდ გამოაცხადეს.

ნახეთ მეტი
Back to top button