ჰიბრიდული გავლენის ახალი გამოვლინება სომხეთში არჩევნებამდე

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მტკიცებები, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაამტკიცა ლგბტ თემის აღლუმის ჩატარება ერევანში 7 აპრილს, რეალობას არ შეესაბამება, იუწყება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანი, ნაზელი ბაღდასარიანი.
„გავრცელებულ მასალას აქვს უცხოური ინფორმაციული მანიპულაციური ჩარევის (FIMI) დამახასიათებელი ნიშნები და წარმოადგენს ჰიბრიდული გავლენის კამპანიების კომპონენტს.
პუბლიკაციის ავტორმა, ოკაი დეპრემმა, წარსულში არაერთხელ გაავრცელა არასანდო და მანიპულაციური ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ, რაც დაფიქსირდა როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული წრეების მიერ.
ასეთი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტება საარჩევნო პროცესების წინ“, – ნათქვამია ბაღდასარიანის პოსტში.







