
ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან სომხეთის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის თაობაზე. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა 3 თებერვალს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან განმარტა, რომ სომხეთის ხელისუფლების გაგებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოები რუსულმა მხარემ უნდა განახორციელოს. მინისტრმა დასძინა, რომ ცვლილებები არ არის. „ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება გვექნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა ხუდათიანმა. მინისტრმა დასძინა, რომ დიდი ალბათობით, რუსული მხარე ჩაერთვება ზემოთ ხსენებულ მონაკვეთებზე ჩატარებულ სამუშაოებში.
ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა რუსეთს სასწრაფოდ აღედგინა რკინიგზის მონაკვეთები ერასხიდან ნახიჩევანის საზღვრამდე, იჯევანიდან ყაზახამდე (აზერბაიჯანი), ასევე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე.







