ეკონომიკა

სომხეთს მოდულური ატომური ელექტროსადგურის მოდელების შეთავაზებები არაერთი ქვეყნიდან აქვს

სომხეთმა მოდულური ატომური ელექტროსადგურის მოდელების შეთავაზებები რუსეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან მიიღო.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ 3 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა  და დასძინა, რომ მოდელის არჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ვფიქრობ, მოდელის არჩევის საკითხი 2026 ან 2027 წელს განხორციელდება. შესაბამისად, ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ. მოდელის არჩევანიდან გამომდინარე, ასევე გადაწყდება, რომელ ქვეყანასთან განვახორციელებთ სამუშაოებს, რადგან მოდულური ატომური ელექტროსადგურის სისტემა აქამდე ფართოდ არ იყო გავრცელებული და დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა მინისტრმა. 2023 წელს სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდის 2036 წლამდე გახანგრძლივება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი 2036 წლისთვის მოდულური ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რიგ ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button