პოლიტიკა
დევიდ ალენი სომხეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

დევიდ ალენი სომხეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. დევიდ ალენი სომხეთში 2024 წელს ჩავიდა, როგორც სომხეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე.
„ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალენი მაღალ შფასებას აძლევს სომეხი ხალხის თბილ, სტუმართმოყვარე და მეგობრულ დამოკიდებულებას და სურვილი აქვს კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს ეს ულამაზესი ქვეყანა, მეტ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა, წვლილი შეიტანოს ჩვენი საერთო მიზნების რეალიზებასა და წინსვლაში , რაც უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის მშენებლობას გულისხმობს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.







