მთავარისაზოგადოება
ერევნის ტელეანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის პატივსაცემად, ერევნის ტელეანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. ის გუშინ სომხეთს მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად ეწვია.
მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დივენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კერძო შეხვედრა გამართეს, რასაც გაფართოებული დისკუსიები მოჰყვა.
შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა და ჯეიმს დევანსმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.







