TRIPP სამუდამოდ შეცვლის რეგიონს: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგმა, X პლატფორმაზე ერევანსა და ბაქოში ვიზიტები გაიხსენა.
„ახლახან დავასრულე ძალიან პროდუქტიული ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანში. ამ ქალაქის სტუმართმოყვარეობა და პროგრესული ენერგია ნამდვილად შესანიშნავია. ცხადია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სამუდამოდ შეცვლის რეგიონს“, – წერს ჰელბერგი და დასძენს, რომ ვენსის ისტორიულმა ვიზიტმა შექმნა მყარი საფუძველი რეგიონული სტაბილურობისა და საერთო ეკონომიკური ზრდისთვის.
ერევნიდან ბაქოში მოგზაურობისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში ასევე დატოვა მოკლე ჩანაწერი X-ზე:
„ეს იყო ისტორიული მოგზაურობა, როგორც პირველი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სომხეთს ეწვია. „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ (TRIPP) სამხრეთ კავკასიაში ახალ გვერდს გახსნის“, – აღნიშნა ჰელბერგმა.







