ანკარა დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი პრობლემებს არ შექმნის თურქეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საფრანგეთი კიდევ ერთ ეშმაკურ ნაბიჯს დგამს, როდესაც აცხადებს, რომ „ანკარამ კვიპროსის რესპუბლიკა უნდა აღიაროს“. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთმა წარსულში მსგავსი განცხადებები გააკეთა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა „რადიკალს“ განუცხადეს, რომ საფრანგეთმა მიიღო ევროკავშირის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება თურქეთთან მოლაპარაკებების 3 ოქტომბერს დაწყების შესახებ და რომ პარიზი ამ მხრივ პრობლემებს არ შექმნის, თუმცა ცდილობს ცვლილებები შეიტანოს თურქეთისთვის მომზადებულ „მოლაპარაკებების პაკეტში“. გაზეთი წერს, რომ ავსტრიის სურვილმა, საფრანგეთთან ერთად შეიტანოს ცვლილებები მოლაპარაკებების პაკეტში, რათა თურქეთი სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს, თურქეთის მთავრობაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) მაღალჩინოსანმა წამყვან გაზეთს განუცხადა, რომ ევროპიდან ნეგატიური სიგნალების მიღება ცუდია, მაგრამ მთავრობის მონდომება ამ სიგნალებს გააქარწყლებს. გაზეთი წერს, რომ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ეჭვები „გაფანტა“ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში მთავარმა მომლაპარაკებელმა, ალი ბაბაჯანმა და აღნიშნა, რომ ევროპისთვის თურქეთის მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების „საჩვენებლად“, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „თურქეთს დემოკრატიის გზიდან უკან დასახევი გზა არ აქვს“.







