
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთში დევიდ ალენი სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.
“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთში აშშ-ის საელჩომ. აღნიშნულია, რომ განიხილეს სომხურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებები.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის სომხეთში ვიზიტის დროს გამოცხადდა, რომ სომხეთმა შეერთებული შტატებისგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონები შეიძინა.







