პოლიტიკა

7 ივნისს   სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2 მილიონ 489 ათას 31 მოქალაქეს აქვს 

სომხეთის რესპუბლიკის მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურმა ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა გამოაქვეყნა. 11 თებერვლის მონაცემებით, 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2 მილიონ 489 ათას 31 მოქალაქეს აქვს. ამის შესახებ ცესკო იუწყება.

ცესკო იხსენებს, რომ ამომრჩეველთა რეესტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახური აწარმოებს და მოქალაქეები, რომლებსაც ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უნდა დაუკავშირდნენ უფლებამოსილ ორგანოს.

ნახეთ მეტი
Back to top button