პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი 4 მაისს სომხეთს ეწვევა

NEWS.am-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 4 მაისს ორდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ის ერევანში გასამართ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლოს ემანუელ მაკრონი ერევანს 8 წლის წინ, 2018 წელს ეწვია ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტები სომხეთს ოთხჯერ ეწვივნენ: ჟაკ შირაკი 2006 წელს, ნიკოლა სარკოზი 2011 წელს და ფრანსუა ოლანდი 2014 და 2015 წლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button