
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ მონაწილეებს მიესალმა და მაღალი შეფასება მისცა მათ ინიციატივაში გაწევრიანებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ ინიციატივის მიზანი მშვიდობაა, რომლის მიღწევაც ძალიან რთულია. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგი შედეგი გვაქვს: ჩვენ რვა ომი შევაჩერეთ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ის კიდევ ერთხელ შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შეწყვეტას და აღნიშნა, რომ მხარეები 30 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ კონფლიქტი 24 საათში მოგვარდა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, დარბაზში ტრამპის განცხადება ოვაციებით მიიღეს. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დამეგობრდნენ.
„მშვიდობა დამყარდა ორ მნიშვნელოვან ქვეყანას შორის. მე ამას არასდროს დავივიწყებ“, – თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.







