
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ხანმოკლე საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
“Armenpress”-ის ცნობით, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობენ.
გავრცელებული სხვა ვიდეოებიდან ჩანს, რომ ფაშინიანს ასევე ხანმოკლე კონტაქტი ჰქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან.
პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ასევე არაფორმალური კონტაქტი ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწვევით ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს პირველ სესიაში მონაწილეობს.







