მთავარიპოლიტიკა

რუსეთი სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიში

მოსკოვის პერსპექტივიდან, სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონის ჩართულობა და სომხეთთან და აზერბაიჯანთან შეთანხმებების ხელმოწერა შესაძლოა რუსეთის რეგიონიდან განდევნის დაწყების სიგნალი იყოს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2026 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ეს კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აღნიშნულია, რომ რუსეთი ამერიკული პროექტის წარმატებას ცენტრალურ აზიაში თავისი გავლენისა და პოზიციისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

ანგარიშის თანახმად, საპასუხოდ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით სატრანზიტო დერეფნის შექმნა“ ჩაშალოს.

„ვინაიდან რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ბუნება მნიშვნელოვნად შეიცვალა 2025 წლის განმავლობაში, მოსკოვისთვის პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივის ჩაშლის საუკეთესო გზა სომხეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა. ამრიგად, რუსეთი, სავარაუდოდ, 2026 წელს სომხეთში გავლენის მასშტაბურ კამპანიას დაიწყებს. მისი მიზანი იქნება სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებიდან გადაყენება და ისეთი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ნაციონალურად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის კონტროლის ქვეშაა“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.

ნახეთ მეტი
Back to top button