
სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7.2 პროცენტს შეადგენდა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.
„სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური (მშპ) ზრდა 2025 წელს 7.2%-ს შეადგენდა“, – წერს მინისტრი.
2025 წლის 25 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6 პროცენტს მიაღწევს. მან დასძინა, რომ არსებობენ პარტნიორები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ზრდა შეიძლება უფრო მაღალი იყოს.







