ეკონომიკა

სომხეთის მშპ გასულ წელს 29.2 მილიარდი დოლარი იყო

სომხეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 2025 წელს 11 ტრილიონი 317 მილიარდი 508.7 მილიონი დრამი ანუ 29.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა დაწერა.

„2025 წელს სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 3 მილიონ 666 ათას 540 დრამი ანუ 9474 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button