ეკონომიკა

სომხური წარმოშობის საქონლის ექსპორტის მოცულობა 8 წლის განმავლობაში 2,2 -ჯერ მეტით გაიზარდა

სომხური წარმოშობის საქონლის ექსპორტის მოცულობა ბოლო 8 წლის განმავლობაში 2.2-ჯერ მეტით გაიზარდა. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.

პაპოიანმა განაცხადა, რომ 2017 წელს სომხური წარმოშობის საქონლის ექსპორტმა 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წელს – 4 მილიარდ 45 მილიონი  დოლარი. ზრდა 2.2-ჯერ მეტია.

პაპოიანმა ასევე განმარტა, რომ წარმოდგენილი მაჩვენებელი არ მოიცავს რეექსპორტს. მინისტრმა ასევე წარმოადგინა პროდუქტიულობის (ადამიანი/საათში) მაჩვენებლები: 2017 წელს იყო  5დოლარი 60 ცენტი, 2025 წელს – 11დოლარი 30 ცენტი, ზრდა 2-ჯერ მეტია.

„ეს ზრდა ვერ მოხდებოდა ჩვენი პროდუქტიულობის გაუმჯობესების პროგრამების გარეშე, რომელთა საერთო პორტფელი უკვე დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიზნესებმა შეიძინეს 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების უახლესი ტექნიკა და სახელმწიფო იხდის მათი სესხების/იჯარის პროცენტს მთლიანად ან უმეტესად“, – წერს გევორგ პაპოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button