პოლიტიკა

S&P Global Ratings-მა სომხეთის პერსპექტივა „დადებითად“ შეცვალა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings სომხეთის მშპ-ს ზრდას 2026 წელს 5.3 პროცენტით, ხოლო 2027 წელს 4.8 პროცენტით პროგნოზირებს.

სააგენტომ სომხეთის პერსპექტივას გადახედა. 2026 წლის 20 თებერვალს, S&P Global Ratings-მა სომხეთის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „დადებითით“ შეცვალა.

ამავდროულად, სააგენტომ უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები „BB-/B“-ზე დაადასტურა.

„დადებითზე“ შეცვლა  ასახავს ჩვენს შეხედულებას, რომ არსებობს რეგიონული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების დინამიკის გაუმჯობესების პოტენციალი, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაციის შემდგომი პროგრესის თვალსაზრისით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

S&P Global Ratings სომხეთის ზრდის პერსპექტივებს ხელსაყრელად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სომხეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების უფრო მაღალი დონე და მოქნილი გაცვლითი კურსი ხელს შეუწყობს პოტენციური მოულოდნელი გარე შოკების შერბილებას. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სომხეთის რეალური მშპ წელს 5.3 პროცენტით, ხოლო 2027 წელს 4.8 პროცენტით გაიზრდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის საშუალო ზრდა 2022-2025 წლებში მაღალი, 7.8 პროცენტი იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპია S&P Global Ratings-ის მიერ შეფასებულ 143 სუვერენულ სახელმწიფოს შორის. S&P Global Ratings პროგნოზირებს, რომ ზრდა ძირითადად მოხმარებითა და კერძო ინვესტიციებით იქნება განპირობებული.

S&P Global Ratings პროგნოზირებს, რომ დეფიციტი 2026-2029 წლებში საშუალოდ მშპ-ს 3.3 პროცენტს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button