მთავარიპოლიტიკა

პაპიკიანმა ირანის პრეზიდენტთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს შეხვდა.

ამის შესახებ პაპიკიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა. „მე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, თბილი მოკითხვა გადავეცი ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს. შეხვედრის დროს ორივემ ხაზი გავუსვით სომხეთსა და ირანს შორის მაღალი დონის ურთიერთობების უწყვეტი განვითარების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას“, – წერს პაპიკიანი.

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ირანის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

„მე ხაზი გავუსვი ირანის გარშემო არსებული სიტუაციის დიპლომატიური არხებით მოგვარების აუცილებლობას. ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button