პოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

24 თებერვალს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რობერტ აბისოღომონიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელნურ მამადოვს შეხვდა.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. შეხვედრა მაღალ პოლიტიკურ დონეზე გამართული კონტაქტების გაგრძელების ფარგლებში გაიმართა.

მოსაუბრეებმა განიხილეს მრავალმხრივ პლატფორმებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნდობის განმტკიცების შესაძლო ზომები.

ნახეთ მეტი
Back to top button