საზოგადოება
ზვართნოცის აეროპორტი ორ ნომინაციაში ASQ-ის მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდოს გამარჯვებულად აღიარეს

ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი იუწყება, რომ აეროპორტს ორ ნომინაციაში პრესტიჟული ASQ მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდო გადაეცა:
• ევროპაში საუკეთესო აეროპორტი
• ყველაზე თავდადებული პერსონალი
„ASQ მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდოები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მგზავრთა მომსახურებისა და გამოცდილების შეფასების სფეროში, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო მსოფლიო საბჭო გასცემს.
ჯილდოს მფლობელები მხოლოდ სტანდარტიზებული გამოკითხვების მეშვეობით მგზავრების დამოუკიდებელი და პირდაპირი შეფასების საფუძველზე განისაზღვრება.
ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი გამარჯვებულებს შორისაა იმ აეროპორტების კატეგორიაში, რომლებიც ყოველწლიურად 5-15 მილიონ მგზავრს ემსახურებიან, სადაც ევროპიდან სულ 39 აეროპორტი შეფასდა“, – ნათქვამია განცხადებაში.







