მთავარისაზოგადოება

დღეს სუმგაითის მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა – აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა

აშშ-ის საელჩომ სომხეთში განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მომხდარი მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„დღეს ჩვენ სომხებს ვუერთდებით გლოვაში და პატივს მივაგებთ 1988 წელს სუმგაითში დაღუპულთა ხსოვნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში სომეხი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები 1988 წლის 27 თებერვალს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული.

საბჭოთა ჯარები ქალაქში მხოლოდ 29 თებერვალს შევიდნენ.

მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა რეალური რაოდენობა უცნობია. ოფიციალური საბჭოთა მონაცემებით, 32 ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზატორებიდან მხოლოდ ერთს  მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

ნახეთ მეტი
Back to top button