
სომხეთმა და პოლონეთმა ვარშავაში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
Armenpress-ის ცნობით, შეთანხმებას ხელი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის შეხვედრის შემდეგ მოეწერა.
ხელშეკრულებას სომხეთის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, ხოლო პოლონეთის მხრიდან – ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოშცინსკა კამიშმა.







