
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანს ირანის ხელმძღვანელობისა და მოქალაქეების მსხვერპლთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.
Armenpress-ის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის დეპეშაში ნათქვამია:
„თქვენო აღმატებულებავ,
დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და მოქალაქეების მსხვერპლთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.
ამ რთულ დროს, ჩვენ ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ დამყარებას.
ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და გისურვებთ მოთმინებას, ხოლო ირანის მეგობარ და მეზობელ ხალხს – მშვიდობასა და გამძლეობას.“







