პოლიტიკა

განიხილეს სომხეთ-ნატოს პარტნიორობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ ასრიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ბრუნსუმში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობას ეწვია.

„არმენპრეს“-ის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტ ედვარდ ასრიანს კერძო შეხვედრა ჰქონდა ბრუნსუმში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურთან, გენერალ ინგო გერჰარტცთან.

კერძო შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეხვედრა დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ნატოს პარტნიორობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა წარმოადგინა სომხეთის შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის მიმართულებები და ხაზი გაუსვა სომხეთ-ნატოს პარტნიორობის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.

ნახეთ მეტი
Back to top button